გოგი გვახარია: “აქ რომ გული უჩუყდება ქართულ სიმღერაზე…”

10 ივნისი, 2016

gogi2კინომცოდნე და გადაცემა ”წითელი ზონას” წამყვანი გოგი გვახარია ყოველთვის დროულად ეხმაურება საქართველოში და საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარე მოვლენებს და თავის მოსაზრებებსაც საჯაროდ გამოთქვამს.

ამჯერად კინომცოდნე ღიად საუბრობს საქართველოსა და ევროპის, ქართველებისა და ევროპელების ურთიერთობებზე.

გოგი გვახარია:

“აქ ვინც მუშაობს, ევროპელები, ვისაც უმუშავია, უცხოვრია… აქ რომ გული უჩუყდება ქართულ სიმღერაზე, “ასეთი კიტრი და პამიდორი, ასეთი ხილი არავის აქვს” (მომისმენია სწორედ გერმანელი მეგობრისგან), აქ რომ გვეუბნება, “რა საოცარია, მანქანა ღია დამრჩა და მთელი ღამე არავინ მიკარებია” (“კრიმინალები”), “როგორ აწყობთ აქციებს ისე, რომ არაფერი იმტვრევა – არც მაღაზიის ვიტრინები და არც მანქანები” (“კანონმორჩილები”), აქ რომ ჰყავს მეგობრები და ჩვენი გასაჭირი რომ კარგად იცის, ამ ხალხმაც რომ ერთი პეტიცია გააგზავნოს სადმე რა მოხდება?

ან ეს ელჩები, სიყვარულს რომ გვეფიცებიან ოფიციალურ მიღებებზე, ვინ იცის უკეთ, რა უშველის ამ ქვეყანას, აქაურ ახალგაზრდობას..

და ვინ იცის უკეთ, რომ “კრიმინალები”, თუ “ლიცა კავკაზსკოი ნაციონალნოსტი” წავიდნენ უკვე, წავიდნენ!

და თუ კარებს დაგვიხურავენ, ისევ გაჩნდებიან და იმათ მიემატებათ მერე (ვიზებით!), ვინც ჰყავთ უკვე.”