გენიალური რამაზ ჩხიკვაძე კინოთეატრებში

ramazzz1ლეგენდარული ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის შესახებ გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოდის.

დოკუმენტური ფილმი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მსახიობის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

მასში გაერთიანებულია რამაზ ჩხიკვაძის თეატრალური და კინოროლები. ხელოვანს მისი კოლეგები და მეგობრები იხსენებენ.

დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილია და მისი ნახვა 9 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.