Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ბრძოლა ახალ ფაზაში გადადის!”

22 ივნისი, 2016

1iakobენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ბრძოლის ახალ ფაზაზე გადადის და მის ათვლის წერტილად 22 ივნისს აცხადებს, დღეს, როდესაც 75 წლის წინ ადოლფ ჰიტლერმა ომი დაიწყო.

ლევან ღვინჯილია:

“დღევანდელ დღეს, ზუსტად 75 წლის წინ, ადოლფ ჰიტლერმა გადმოლახა იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრები, რომელსაც იოსებ სტალინი მეთაურობდა; ყველას კარგად მოგეხსენებათ, ეს ომი რითაც დამთავრდა. მაშ ასე!!!

ყურადღება, ყურადღება, ყურადღება!!!

ძვირფასო “ფეისმეგობრებო”!

ჩვენი ერთობლივი ბრძოლა “რომაელთა” წინააღმდეგ ახალ ფაზაში გადადის!!!

2016 წლის პირველი ივლისიდან ვიწყებ ამ ბრძოლის მეორე, “საარტილერიო: ეტაპს, რომელიც იქნება სამართლიანი, დაუნდობელი და უკომპრომისო.

ამიტომ ყველას გთხოვთ, საჯაროდ და პირადად მაცნობოთ: ვინ მოდის ამ “ომში: ჩემთან ერთად “საბოლოო გამარჯვებამდე”?!

სამოქმედო სტრატეგიას გაგაცნობთ პირველ ივლისს;

მანამდე კი დავითვლი, რამდენი ნამდვილი ქართველი იქნება მზად თავისი დედაენისა და მისი

უნიკალური ანბანის ღირსების დასაცავად!!!

მასობრივი მობილიზაცია ამ წუთიდან დაიწყო!

გაერთიანებულ “არმიას” ამჯერად მე თავად ვუსარდლებ!”