“ბონდარენკოს არ უნდა ერგოს ბინა თბილისში!”

14 ივნისი, 2016

liza-kenia1“ცეკვავენ ვარსკვლავები” ფინალს უახლოვდება და დაძაბულობაც პიკს აღწევს. პროექტში დარჩენილი კონკურსანტების გულშემატკივრები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და თავიანთი ფავორიტის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ.

შოუს ყველაზე პატარა მონაწილე ლიზა ყენია პროექტის დატოვების შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ქართველებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს:

“გამიმართლა რომ მაიას შვილი ვარ, ადამიანის, რომელიც ყველაზე სამართლიანი, ყველაზე რეალისტი და საოცრად სუფთა ადამიანობის მქონე დედაა.

გამიმართლა იმიტომ, რომ მისგან ვისწავლე რა არის ადამიანობა! თავმოყვარეობა, სხვისი პატივისცემა და რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ სიტუაციაში თავის კონტროლი.

მიხარია და ბედნიერი ვარ რომ, არც ერთი წამი ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი, არც ადამიანობა დამიკარგავს და არც ბინძური თამაშით მითამაშია “ცეკვავენ ვარსკვლავებში”.

ჩემი შრომით, წვალებით, ოფლით, ტკივილით, სიხარულით, ნერვიულობით და კარგი ადამიანების მხარდაჭერით გამოვიარე ეს რამდენიმე კვირა, ამაყი ვარ თქვენი – იმ ადამიანების – ვინც ერთი სმს მაინც გამოაგზავნეთ, ბევრი კარგი სიტყვა მითხარით ჩემს გასამხნევებლად, რაც ძალიან დამეხმარა.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც გამუდმებით მლანძღავდნენ, რომ არაფერს წარმოადგენთ, ამითი საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას და როგორც თქვენ ამბობთ, არც ფულიანი მამიკო მყავს და არც არავინ მდიდარი, ჩემით და ხალხის დახმარებით მოვედი აქამდე და ასე ვივლი სულ.

არც ბანკიდან სესხები გამომიტანია, რომ ფინალში ასე გავსულიყავი.

ვიმეორებ, მე არ მინდოდა ბინძური თამაშის მონაწილე ვყოფილიყავი, მადლობელი ვარ რომ უმაგრესი მეგობრები შემძინა პროექტმა.

რატი შენ ხარ ჩემი სიამაყე, მეამაყები რომ გიცნობ რომ ვცეკვავდი შენთან ერთად და რომ ჩემი ძალიან მაგარი მეგობარი ხარ! მიყვარხარ და უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან იყავი.

და მინდა გითხრათ ან გირჩიოთ, ადამიანმა აირჩია ის პროფესია რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი კინოსთვის, თეატრისთვის გახდა მსახიობი…

მოგეხსენებათ ნორმალური ანაზღაურება დღეს მსახიობებს არ გააჩნიათ და ვფიქრობ, ადამიანი რომელიც დადის გადაღებებზე, ათენებს, აღამებს, წვალობს და ამ ყველაფერს აკეთებს ფოთიდან თბილისამდე და მას სახლი თბილისში არ გააჩნია, სტანისლავ ბონდარენკოს არ უნდა ერგოს თბილისში ბინა და ჯანო იზორია არ უნდა დადიოდეს ფოთიდან თბილისში გადაღებებზე!

გონს მოდით!!!!”