Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ანი ღონღაძის მეუღლე კომატოზურ მდგომარეობაშია

ani-gongadze1ახალგაზრდა მომღერლის, ანი ღონღაძის მეუღლე კომატოზურ მდგომარეობაშია. გორის “დილას” ნახევარმცველმა, ფეხბურთელმა გიორგი თექთურმანიძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და ამჟამად ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა 25 წლის ფეხბურთელი, რომელიც თავის ტვინის დაზიანებით კომაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

ანი ღონღაძემ და გიორგი თექთურმანიძემ გასულ წელს იქორწინეს. წყვილის მეგობრები სთხოვენ ყველას, გიორგისთვის ილოცონ და დილის და საღამოს ლოცვებში მოიხსენიონ.