10 ივნისი, 2016

ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება უფასოა

xose-karerasi1მსოფლიო საოპერო ვარსკვლავის ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრება უფასოა.

ხოსე კარერასის კონცერტზე თბილისის სიმფონიური ორკესტრი დაუკრავს, რომელსაც დავიდ ხიმენეს კარერასი უდირიჟორებს.

ცნობილი ესპანელი საოპერო მომღერალი მსმენელის წინაშე 18 ივნისს, ქუთაისში წარსდგება. მასთან ერთად დუეტში ახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია იმღერებს.

კონცერტი ლადო მესხიშვილის თეატრის წინ, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება და მის რეპერტუარში არსებულ ცნობილ არიებს შეასრულებს.