12 ივნისი, 2016

სიურპრიზი თამარ გვერდწითელისგან

tamar-gve1მომღერალი თამარ გვერდწითელი წლებია არ კარგავს პოპულარობას და მისი კონცერტების მიმართ ყოველთვის დიდი მოლოდინია.

რამდენიმე დღის წინ ქართველმა ხელოვანმა ნიუ იორკის Carnegie Hall-ში და ბოსტონის Cutler Majestic Theatre-ში ახალი პროექტის პრეზენტაცია მოაწყო.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ  The New-York Times თამარ გვერდწითელს ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ამერიკული წარმატების შემდეგ, მომღერალი დიდ სიურპრიზს ქართველ მსმენელს უმზადებს:
“ნიუ იორკის Carnegie Hall-ისა და ბოსტონის Cutler Majestic Theatre-ის წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ 25 ივნისს, მხოლოდ ერთი დღით, თამარ გვერდწითელი თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს!!!

სულ რაღაც ორ კვირაში ქართველი მსმენელი შეძლებს იმ ემოციების გაზიარებას, რომლის შესახებაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა  The New-York Times წერდა!!!” – ნათქვამია მომღერლის ოფიციალურ გვერდზე.