2 ივნისი, 2016

სალომე ჭაჭუა: “ვეძებ პარტნიორს!”

salome-chachua1მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ფართო საზოგადოებამ “ცეკვავენ ვარსკვლავებიდან” გაიცნო. მან მოახერხა და თავისი პროფესიონალიზმით გულშემატკივართა დიდი არმია გაიჩინა.

ამჟამად სალომე პროექტის მეექვსე სეზონში მონაწილეობს და მსახიობ ანდრია გველესიანის მეწყვილეა. პარალელურად, ლათინური ცეკვების შემსწავლელი სტუდია აქვს, სადაც ბავშვებთან მუშაობს.
ცოტა ხნის წინ სალომეს და მისი უცხოელი მეწყვილის მაქს რიჟიკოვის წყვილი დაიშალა და ახლა ის პარტნიორის გარეშეა დარჩენილი.

სალომემ ახალ მეწყვილესთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა:

“დავიბადე 1990 წელს, ვარ 173 სმ (ფეხსაცმლის გარეშე), ვარ 53 კილოგრამი. ვეძებ ლათინური ცეკვების უმაღლესი კლასის პარტნიორს.”