24 ივნისი, 2016

ნიაზ დიასამიძე დააჯილდოვეს

1niazმუსიკოსი და მომღერალი ნიაზ დიასამიძე დააჯილდოვეს. ხელოვანი, რომლის კომპოზიციები ბოლო წლებში ფანდურის გარეშე წარმოუდგენელია, მსმენელმა კიდევ ერთხელ აღიარა და მისი შემოქმედებისადმი სიყვარული სოლიდური პრიზით გამოხატა.

წლის სიმღერის დაჯილდოებაზე “ოქროს ტალღა” გამარჯვებულთა ვინაობა დასახელდა. მთავარი ჯილდო 5.000 ლარი და ნომინაციაში წლის სიმღერა გამარჯვება ერგო ნიაზ დიასამიძეს და ჯგუფს 33 ა სიმღერისთვის “ნამი ველს”.

ნიაზმა დაჯილდოების ცერემონიალზე დაწესებული 17 ნომინაციიდან კიდევ ერთი პრიზი მიიღო – 33 ა წლის ჯგუფად დასახელდა.

“ოქროს ტალღამ” გამარჯვებულები კიდევ 15 ნომინაციაში გამოავლინა:

წლის დებიუტი – ჯგუფი სტუმრები – ურმული;

წლის მომღერალი მამაკაცი – ოთო ნემსაძე – ბულბულის სტვენა;

წლის მომღერალი ქალი – ნინი ბადურაშვილი – ელენეს;

წლის დუეტი – შვიდკაცა და დათო გომართელი – პოპური;

წლის ანსამბლი – ქართული ხმების კვარტეტი – დავდივარ და დაგეძებ;

წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა – გიო ხუციშვილი – თბილისი;

წლის საუკეთესო პოპ-სიმღერა – რატი დურგლიშვილი – ქაღალდის ნავი;

ტელეკომპანია „Music Box”-ის რჩეული – რატი დურგლიშვილი – ქაღალდის ნავი;

რაადიო „ფორტუნას“ რჩეული – ლელა წურწუმია – თურმე სიყვარულს არა აქვს დრო;

რადიო „ფორტუნა პლუსის“ რჩეული – მასტერი. პრეზიდენტი – მასტერი და აბი;

რადიო „არ დაიდარდოს“ რჩეული – ანსამბლი “შვიდკაცა”

რადიო „ავტორადიოს“ რჩეული – დათო ხუჯაძე და Goofy Land – ჩემო გოგო;

მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის – მერაბ სეფაშვილი

ხალხის რჩეული სიმღერა – სოსო მიქელაძე – მე და შენ;

ქართული სიმღერის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ – ბუბა კიკაბიძე და თამარ გვერდწითელი.