1 ივნისი, 2016

“იყავი კმაყოფილი იმით, რაც გაქვს”

ezope1– იყავი კმაყოფილი იმით, რაც გაქვს. ყველაფერში პირველი ვერ იქნები! – ეს ძველბერძენი მეიგავის ეზოპეს გამონათქვამია, რომელიც დღევანდელობას ყველაზე მეტად ესადაგება.

ეზოპე მიჩნეულია იგავის, როგორც ჟანრის შემქმნელი. VI საუკუნეში მოღვაწე მოაზროვნემ 400-მდე იგავ-არაკი დაწერა.

“არტინფო” წარმოგიდგენთ ეზოპეს რჩეულ გამონათქვამებს:

სიკეთე, რაც უნდა მცირე იყოს, ფუჭად არასდროს იკარგება.

რაც უფრო პატარაა გონება, უფრო დიდია პატივმოყვარეობა.

საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანების გზები თვითგანადგურებისკენ მიდის.

იყავი კმაყოფილი იმით, რაც გაქვს. ყველაფერში პირველი ვერ იქნები.

გაჭირვება მეგობრობის გამოცდაა.

ერთად ყოფნა ძალას გვმატებს.

რაც უფრო ერთად ვდგევართ, უფრო ცალ-ცალკე ვეცემით.

ხალხს ხშირად შურს სხვების იმ საქციელების, რომელითაც თავად ვერ ისიამოვნეს.

არასოდეს სთხოვო რჩევა გასაჭირში მყოფ კაცს.

ადამიანები რომლებიც ხმამაღლა მოთქვამენ, სულაც არ არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სტკივათ.

რწმენა ხანდახან უფრო ეფექტურია, ვიდრე ძალა.

მატყუარა კაცს არავინ დაუჯერებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის სიმართლეს ლაპარაკობს.

სიმამაცე ადვილია, როცა დაცულ ტერიტორიაზე იმყოფები.

მტრის ხაფანგში შეღწევა უფრო ადვილია, ვიდრე იქიდან გამოსვლა.

მოყენებულ ზიანს აპატიებ, მაგრამ ვერ დაივიწყებ.

ბევრს ვინანებდით თუ ყველა ჩვენი სურვილი ასრულდებოდა.

სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…

უკეთესია ისწავლო სხვის შეცდომებზე, ვიდრე შენსაზე.

სიახლოვე ზიზღს ბადებს.

ჩიტი მხოლოდ კარგი ფრთებით არ ფასდება.

მომჭირნეობაა, როცა დღევანდელ მარაგს ხვალისთვის ამზადებ.