13 ივნისი, 2016

თიკა ჯამბურია: “უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი”

1tika-jamburiaმომღერალი თიკა ჯამბურია ბავშვობიდან შეეჩვია, რომ მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვთ არა მარტო მის გულშემატკივრებს, არამედ ჟურნალისტებსაც.

თიკა თხოვნა-განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, გაგებით მოეკიდონ მის მუდარას.

თიკა ჯამბურია:

“ამ ყველაფერს არ დავწერდი, უკვე მარაზმში და არაადამიანურ მოპყრობაში რომ არ გადასულიყო….

მოგმართავთ ყველა ჟურნალისტს დიდი თხოვნით და განსაკუთრებით იმ ჟურნალისტებს, რომლებიც უკვე 5 წელია ჩემ ცხოვრებაში უშნოდ იქექებით….

გავიხსენებ 5 წლის წინ მომხდარ ფაქტს როდესაც თქვენი დიდი ჩარევით და დახმარებით ოჯახი დამენგრა…

ეს არ იკმარეთ და მას შემდეგ ყველა ჩემ მეგობართან გადაღებულ ფოტოებზე წერთ რომ ჩემი მეორე ნახევარიაა…

უკვე მარაზმში იზრდება ეს ყველაფერი, არასოდეს არავისთვის ცუდი არ გამიკეთებია, არცერთ ჟურნალისტთან არ მიუზრდელია და მიუხეშია, პირიქით ყველასთან გულწრფელი და მაქსიმალურად კარგი განწყობით ვიყავი….

მაგრამ დღეს რაც მოხდა ეს უკვე მეტისმეტია! არ ღირს, ადამიანებო, 20 ლარიანი ბონუსის გამო, ადამიანებს ცხოვრება დაუნგრიოთ. მე ოჯახი მყავს, რომელსაც ვუფრთხილდები, მყავს მამა, რომელიც განიცდის ამ ყოველივეს, მყავს დედა, რომელიც უსაზღვროდ ნერვიულობს ჟურნალისტების ესეთ დიდ ჩარევას ჩემს პირად ცხოვრებაში… მყავს შვილი გოგო და არ მინდა ესე საქვეყნოდ აფრიალებდნენ ნინას დედის ცხოვრებას…

გთხოვთ, დამანებეთ თავი და შემეშვით გემუდარებით!”