24 ივნისი, 2016

დავით მაღრაძე პოლიტიკაში მიდის

1davit-magradzeოქტომბერში დანიშნული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ცნობილი ხდება იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იყრიან კენჭს და პარლამენტში მოსახვედრად იბრძოლებენ.

ახალ სახეებთან ერთად არჩევნებში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნებებიც მონაწილეობენ.

კანდიდადტთა შორისაა პოეტი დავით მაღრაძე, რომელმაც პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. ის პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან” კენჭს თელავში იყრის.