14 ივნისი, 2016

გოჩა ჭაბუკაიძე მეეზოვე გახდა

gocha-chabukaidze-meezoveმედავითნე გოჩა ჭაბუკაიძე მეეზოვე გახდა.

მომღერალი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ქართულ და უკრაინულ “ნიჭიერში” წარმოაჩინა და ფინალისტიც გახდა, ახალ პროფესიას შეეჭიდა.

გოჩა ჭაბუკაიძემ ნარინჯისფერი ფორმა განსაკუთრებული მიზეზით ჩაიცვა, რასაც წინ უძღოდა ძალიან ემოციური ამბავი.

ახალგაზრდა მწერალმა ანა ლაშხელი-ონიანმა ჩანახატი “მეეზოვე” დაწერა, რომელიც მკითხველში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

რეჟისორებმა ანდრო წიკლაურმა და დავით ყურაშიძემ ანას ჩანახატის მიხედვით მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს და მთავარი – მეეზოვის როლი გოჩა ჭაბუკაიძეს ათამაშეს.

“მე ვესაუბრები ყველას ერთნაირად, მიუხედავად იმისა, მეეზოვეა თუ პრეზიდენტი” – სწორედ ამ სიტყვებით მთავრდება ფილმი, რომლიც ავტორიც ალბერტ აინშტაინია.