18 ივნისი, 2016

აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი იტალიაში

afxazetis-kulturis1იტალიაში დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გაიხსნა.

ინფორმაციას სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

რომში ინსტიტუტის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე კან ტანია, უწყების ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში ჯემილე დიუნდარი და ინფორმაციის განყოფილების უფროსი თენგის თარბა:

“აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის მთავარი მიზანია უცხოეთში აფხაზი ხალხის კულტურის, ხელოვნების, ისტორიის და ტრადიციის პოპულარიზაცია.”

აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტის გახსნის ცერემონილის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიაჩესლავ ჩირიკბას პრესკონფერენცია და ასოციაციის “ევროპა – აფხაზეთი” ოფისის ინაუგურაცია.

“ასოციაცია “ევროპა-აფხაზეთი” 2015 წლის 16 სექტემბერს დაარსდა და წარმოადგენს პირველ ორგანიზაციას, რომელიც ევროპაში აფხაზური პასპორტის გამოყენებით დარეგისტრირდა.”

ამავე უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება აღმოჩნდა კვარტალური გაზეთის “აფხაზეთი დღეს” პრეზენტაცია, რომელიც აფხაზურ, რუსულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე გამოიცემა.

ღონისძიებებში მონაწილეობას იღებდნენ იტალიაში აკრედიტირებული რუსეთისა და ვენესუელის დოპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და იტალიის სამეცნიერო და საზოგადოებრივი წრეების წარმომადგენლები.