თბილისში ჩატარებულ Mercedes-Benz Fashion Week-ზე Vogue-მ ყველა ჩვენება დეტალურად განიხილა, შეაფასა და 5 რჩეული ქართველი მოდელი დაასახელა.
უცხოელების შეფასებით, საქართველო სავსეა მომავალი თაობის წარმატებული მოდელებით და მათ დიდი მომავალი აქვთ, ამიტომაც ისინი სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მეტი ყურადღება აღმოსავლეთს მიაქციონ და არა პარიზს, მილანსა თუ ნიუ იორკს:
“საქართველო სავსეა მომავალი თაობის
მოდელებით, თუ ამაში დარწმუნება გჭირდებათ, გადახედეთ თბილისური Mercedes-Benz Fashion Week-ის პოდიუმებს, ამ მოდელებიდან რამდენიმე სახელი უნდა იცოდეთ.”
Vogue-ს ქართველი მოდელების რჩეულთა ხუთეული ასე გამოიყურება:
ელენე მახარაშვილი
ლიკა რიგვავა
მარიამ სანოგო
თათია ახალაია
მარიშა ურუშაძე