20 მაისი, 2016

ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით

26-maisiილიკო სუხიშვილი, ნინო სურგულაძე, კახი კავსაძე, ნონა გაფრინდაშვილი, ქართული ხმები, ჰამლეტ გონაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯალაძე, გურამ დოჩანაშვილი, ირაკლი ჩარკვიანი გია ყანჩელის უკვდავი მუსიკით “ის აქ არის” საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისადმი მიძღვნილ ვიდერგოლში გაერთიანდნენ.

26 მაისი – ეს დღე ჩვენია! – ასეთია ამ დღის სლოგანი.

“ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში გვიყვარს და გვეამაყება, რაც გამოგვარჩევს და გვაერთიანებს და ის, რაც ჩვენთვის საქართველოა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელს ითვლის. განსაკუთრებით ამ დღეს მეტად საჭიროა უბრალოდ ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით და, რაც მთავარია, ერთად აღვნიშნოთ თითოეული ჩვენგანის დამოუკიდებლობა,” – აცხადებენ ვიდერგოლის შემქმნელები.