7 მაისი, 2016

„ვეფხისტყაოსანი“ კორეულად

vefxistyaosani-koreulad1შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” პირველი ქართული ნაწარმოები აღმოჩნდა, რომელიც კორეულად ითარგმნა.

თარგმანზე სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორი ჩო ჯუ-კვანი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს. ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა უწევდა.”

“ვეფხისტყაოსნის” კორეულ ენაზე გამოცემა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით განხორციელდა.