25 მაისი, 2016

ვალერიან შიუკაშვილი: “მოგმართავთ თხოვნით”

1valerian-shiukashviliსაქართველოს მუსიკალური აკადემიის დამფუძნებელი, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი საზოგადობას თხოვნით მიმართავს.

ხელოვანი, რომელმაც არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა და წარმატებისკენ გზა გაუკვალა, საზოგადოების თანადგომას ითხოვს.

ვალერიან შიუკაშვილი:

“თბილისის კონსერვატორია ყოველთვის ასახელებდა საქართველოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამაში დიდი როლი მიუძღოდა ქართველ ბიზნესმენებსა თუ უბრალოდ ქართველ პატრიოტებს… ვიდეო, რომელიც მე დავდე განსაკუთრებული შემთხვევაა…

ნოდარ მდივანი ერთერთი თვალსაჩინო სტუდენტია, რომელსაც სერიოზული პრობლემა შეექმნა. მას ესაჭიროება ინსტრუმენტი!!!

მოგმართავთ თხოვნით… გვერდში დავუდგეთ ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსს და გავაგრძელოთ ტრადიცია, რასაც მუსიკოსების და ბიზმესმენების ურთიერთობა ჰქვია… მერწმუნეთ თქვენ ბევრი წლები იამაყებთ, რომ ეს ნაბიჯი გადადგით.”