15 მაისი, 2016

თამარ ლიჩელი დააჯილდოვეს

licheli1ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ ლიჩელი დააჯილდოვეს.

ხელოვანმა ამერიკაში ორკვირიანი საკონცერტო ტურნე გამართა და არკანზასის შტატის სხვადასხვა ქალაქებსა და ნიუ-იორკში შეკრებილი მსმენელისთვის დაუკრა. ბოლო კონცერტი კარნეგი ჰოლში შედგა, სადაც თამარ ლიჩელს მსმენელის პრიზი გადაეცა.

თამარ ლიჩელი:

“როგორც იტალიის საერთაშორისო კონკურსის Ibla Grand Prize გრან-პრის მფლობელს და ბოლო წლების მანძილზე უკვე ამ კონკურსის ჟიურის წევრს, მქონდა საკონცერტო ტურნე ამერიკაში. ორი კვირის მანძილზე ჩავატარე კონცერტები არკანზასის შტატის სხვადასხვა ქალაქებში და ნიუ-იორკში. ბოლო კონცერტი დავუკარი კარნეგი ჰოლში, რომელიც დიდი წარმატებით ჩატარდა და სადაც მსმენელის პრიზი დავიმსახურე – Carnegi Hall audience award.”

lichelis-prizi1