7 მაისი, 2016

საქართველო მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების ათეულშია

saqartvelo-ateulshi1საქართველო ჩინეთთან, ინდოეთთან, ეგვიპტესთან, საბერძნეთთან ერთად მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების ჩამონათვალში მოხვდა.

ჩვენი ქვეყანა თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით და უძველესი ისტორიით, დამწერლობით, ვაზით ათეულში მერვე ადგილს იკავებს, პირველ სამეულში კი საბერძნეთი, ეგვიპტე და ჩინეთი არიან.

რეიტინგი ცნობილმა უცხოურმა ვებ გვერდმა thetoptens.com-მა გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზე ინფორმაციას კომენტარების სახით ტოვებენ ქართველები და მოჰყავთ ფაქტები, თუ რატომ არის საქართველო უძველესი ცივილიზაციის აკვანი.