Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სალომე ბაკურაძე დედა გახდა

salome-bakuradze1მომღერალი სალომე ბაკურაძე, რომელიც მსმენელმა “ჯეოსტარიდან” გაიცნო, დედა გახდა. სალომეს და მის მეუღლეს, პროდიუსერ ლაშა ბასლანძეს შვილი რამდენიმე საათის წინ შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

სალომესთვის ეს პირველი შვილია, ლაშასთვის კი – მეორე. მას პირველი ქორწინებიდან გოგონა, ელენე ჰყავს. ახლა კი სალომემ მას ბიჭი აჩუქა.

მშობლებმა ახალშობილს ალექსანდრე დააქვეს. ლაშა “იუვენტუსის” და ალესანდრო დელ პიეროს დიდი გულშემატკივარია, ამიტომ თავის პატარასაც ალექსანდრე ამ ლეგენდარული ფეხბურთელის პატივსაცემად დაარქვა.