რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ტრავმირებულია.
78 წლის რეჟისორი მსახიობ ტრისტან სარალიძის დაბადების დღეზე დაშავდა.
ინფორმაცია რეჟისორმა თავად გაავრცელა:
“ჩვენი ძვირფასი მსახიობის ტრისტანის დაბადების დღეზე მარცხენა ხელი მოვიტეხე… გაიხარეთ… კიბეზე დავგორდი… ვწევარ…”