13 მაისი, 2016

ქართული კულტურა მსოფლიო ყურადღების ცენტრში

qartuli-kultura-cbnzeსაქართველო და უძველესი ქართული კულტურა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

უმრავლესობამ უკვე კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყანა არა ამერიკის ერთ-ერთი შტატია, არამედ პატარა, მაგრამ საოცარი ისტორიის და უძველესი კულტურის მქონე სახელმწიფო კავკასიაში.

მსოფლიოს ერთ-ერთმა გავლენიანმა ტელეკომპანია CBN-მა ჩვენს ქვეყანაზე ვრცელი სიუჟეტი ქართველი კინოოპერატორის გიორგი შერმაზანას დახმარებით მოამზადა და საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე ისაუბრა.

ვიდეორგოლში წარმოდგენილია სვანეთის, თბილისის, მცხეთის, რაბათის, ყაზბეგის ღირსშესანიშნაობები, უძველესი ხელნაწერები, ქართული კერძები და საუბარია იმაზე, რომ კულტურა, ტრადიციები და იესო ქრისტეს რწმენა ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს საუკუნეებია ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი.