Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფულზე გაყიდული ინტელიგენცია

msaxiobebi1“ივანიშვილი ყოველთვიურად აფინანსებს: ბერიკაშვილი გივი – 4000, დოლიძე ქეთი – 2000, შენგელაია ნიკუშა – 1000, ბადურაშვილი ლალი – 1000. ასევე ამაყად დადიოდნენ კომუნისტების, მოქ კავშირის, ნაციონალების და ახლა ოცნების ყრილობებზე. ფულზე გაყიდული, ოცნება ახდენილი ინტელიგენცია,” – ამ განცხადებას ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა აკეთებს და “ქართული ოცნების” ყრილობაზე მიწვეული ინტელიგენციის სიას ეხმაურება.

სპორტის სასახლეში დაგეგმილი „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობაზე მიწველთა სიაში აღმოჩნდნენ ქართველი ხელოვანებიც: რეჟისორები ქეთი დოლიძე, ლანა ღოღობერიძე, მსახიობები გურანდა გაბუნია, ხათუნა ბოკუჩავა, ნანული სარაჯიშვილი, ქეთევან კიკნაძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, მარინა კახიანი, მარინა ჯაში; მხატვარი ნიკუშა შენგელაია; პოეტი დავით მაღრაძე; მომღერალი ზურაბ მანჯავიძე.