6 მაისი, 2016

პანტომიმის თეატრი უფასო სპექტაკლებს ითამაშებს

pantomimis-teatris-ufaso-speqtaklebi1პანტომიმის სახელმწიფო თეატრი უფასო სპექტაკლების თამაშს იწყებს. 7 მაისიდან 9 აპრილის ბაღში, იმ ადგილას, სადაც ამირან შალიკაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს და სადაც პანტომიმის თეატრი უნდა აშენდეს, მიმები მაყურებლებისთვის წარმოდგენებს გამართავენ. უფასო სპექტაკლები შაბათობით გათამაშდება.

პირველი სპექტაკლი 7 მაისს იქნება წარმოდგენილი. პანტომიმის თეატრის დასი რეჟისორ ამირან შალიკაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს “მხიარული მიმები” ითამაშებენ.

უფასო სპექტაკლების განრიგი ასეთია:

14 მაისი – “კრიმანჭული”, რეჟისორი ამირან შალიკაშვილი;

21 მაისი – “გიჟი ოლიმპიელები”, რეჟისორი მარკო სტოჟანოვიჩი;

28 მაისი – “კიდევაც დაიზრდებიან”, რეჟისორი ამირან შალიკაშვილი.

სპექტაკლები 9 აპრილის ბაღში 19 საათზე დაიწყება.