1 მაისი, 2016

ომარ მხეიძე ჰოსპიტალიზირებულია

omar-mxeidz1eქართული ცეკვის ლეგენდა, ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე ჰოსპიტალიზირებულია. 80 წლის ხელოვანი მელიას კლინიკაშია მოთავსებული.

ინფორმაციას ანსამბლ “მეტეხის” ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს:

“მელიას კლინიკაში გულის უკმარისობით მოხვდა ქართული ცეკვის ლეგენდა ომარ მხეიძე. დღეისათვის ვითარება ცოტა გართულებულია, მაგრამ ექიმები ხვალისათვის გვპირდებიან მისი ჯამრთელობის გაუმჯობესებას. ჯამრთელობა და ბედნიერი აღდგომა ვუსურვოთ ბატონ ომარს.”