მოზარდ მაყურებელთა თეატრს ბათუმში ელოდებიან

mozardis-gastroli-batumshi1ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ბათუმში მიემგზავრება.

9 და 10 მაისს 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონო სპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“. თამაზ ბაძაღუას პიესის მიხედვით. მთავარ როლში ნიკოლოზ ფაიქრიძე.

სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები. სპექტაკლი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა.
მონო სპექტაკლში „დაკარგული თაობის“ პერსონაჟი მოგვითხრობს, თუ როგორ და რატომ დაკარგა ადამიანური ღირსება, როგორ უღალატეს სხვებმა, თავადაც როგორ უღალატა საკუთარ თავს და იქამდე დაეცა, რომ ყოველ დღე უნდა მოკლას „ვირთხებად“ ქცეული მტერი, რითაც არა მხოლოდ მოღალატე ცოლზე იძიებს შურს, არამედ საკუთარი „ღირსების აღდგენასაც“ ცდილობს.

მონო სპექტაკლი მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნას ეძღვნება.