მოზად მაყურებელთა თეატრის სცენა წლის იუბილარებს დაეთმობათ

mefe-liri1.jpg15 მაისს, 19:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დიდი სცენა წლის იუბილარებს ეთმობათ.

იუბილარები კი არიან მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები ბერტა ხაფავა, ქეთევან შერვაშიძე და ქეთევან ქიტიაშვილი, ასევე მხატვრები აივენგო ჭელიძე და მაია სხირტლაძე, რეჟისორი ოთარ ბაღათურია და თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა. მათი იუბილე ერთდროულად აღინიშნება.

თეატრი იუბილარ ხელოვანებს მნიშვნელოვან თარიღებს სპექტაკლით “მეფე ლირი თავშესაფარში” მიულოცავს.