19 მაისი, 2016

კულტურის პალატამ 14 წლის მოზარდი იშვილა

luka-kulturis-palatis-shvilobili1საქართველოს კულტურის პალატამ 14 წლის ბათუმელი მოზარდი, ლუკა ჩხარტიშვილი იშვილა.

მას ექიმებმა რამდენიმე უმძიმესი დიაგნოზი დაუდგინეს. ლუკას ტერფის ძვლის სიმსივნე, თირკმლების გაორება-ანომალია, თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია, რეაქტიული პანკრიატიტი, ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია და თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა აქვს.

ექიმების განცხადებით, ეს დაავადებები სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

კულტურის პალატის პრეზიდენტის დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, პალატის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიებიდან გარკვეული თანხა ლუკას ანგარიშზე ჩაირიცხება.