4 მაისი, 2016

ჯოვანი ვეფხვაძე გარდაიცვალა

jovani1ცნობილი ქართველი მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეს სამწუხარო ინფორმაცია ფოტოხელოვანმა იური მეჩითოვმა გაავრცელა:

“ძალიან სამწუხარო ამბავია – გარდაიცვალა უნიჭიერესი და უკეთილშობილესი ადამიანი, მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე.”

ის ვეფხვაძეების მხატვართა ოთხი თაობის მესამე წარმომადგენელი იყო – ივანე ვეფხვაძე, ალექსი ვეფხვაძე, ჯოვანი ვეფხვაძე და ბრუნო ვეფხვაძე.

“ხელოვნების ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ოჯახი, რომელიც როგორც საგვარეულო რელიქვიას, ისე გადასცემს თავის ნიჭს თაობიდან თაობას და მისი ყოველი ახალი წარმომადგენელი თავის განსაკუთრებულ და განსხვავებულ ადგილს იკავებს ხელოვნების სარბიელზე, არა როგორც ცნობილი გვარის მატარებელი, არამედ როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი. ასეთია ვეფხვაძეების ოჯახი, პაპა-ივანე, მამა-ალექსი, შვილი-ჯოვანი და შვილიშვილი ბრუნო, რომელმაც თამამი ნაბიჯებით შეაბიჯა მხატვრობის კარიბჭეში,” – ამბობს ხელოვნებათმცოდნე ნინო ზაალიშვილი.

ჯოვანი ვეფჯვაძის შემოქმედებაში წარმოდგენილია სხვადასხვა ჟანრი, როგორიცაა პეიზაჟი, პორტრეტი, თემატური სურათი, ნატურმორტი და ქალაქის ხედი. მხატვარი მონაწილეობდა როგორც რესპუბლიკურ, ასევე საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში რუსეთში და ასევე კერძო კოლექციებში მრავალ ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, გერმანია, რუსეთი, აშშ, ინგლისი, სომხეთი, საფრანგეთი, იაპონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი…

“არტინფო” გთავაზობთ ჯოვანი ვეფხვაძის ნამუშევრებს:

jovani31

jovani21

jovani41

jovani51