13 მაისი, 2016

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი ჩაიშალა

jaba-bojguas1მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტი ჩაიშალა.

12 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილი იყო ჯაბას კოლეგების კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, სახე, დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე, ქუჩის ბიჭები, თეატრალურის კვარტეტი, ალილო (ლაშა ღლონტი), ანრი ჯოხაძე, გიო ხუციშვილი, ოთიკო ანდრიაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, დათუნა მგელაძე, სეიშენი, ნინი ბადურაშვილი, დათო არჩვაძე, ანი სირაძე, ოთო ბერიშვილი, ანი ღონღაძე, შოთი და რეზი ქარცივაძე, ფრანი და ნიკოლშოუ.

კონცერტის ჩაშლის მიზეზი ბილეთების რეალიზაციის პრობლემა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთები 10, 15 და 20 ლარი ღირდა, კონცერტზე დასასწრები ბილეთები მინიმალური რაოდენობით გაიყიდა.

ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია და ლოგინს არის მიჯაჭვული. ის დედასთან და მოხუც ბებიასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.