18 მაისი, 2016

“იქს ფაქტორში” არასწორი თამაში მიდის!”

giorgi-chiqovaniiiii1მომღერალ გიორგი ჩიქოვანის “იქს ფაქტორიდან” გაშვებას მისი გულშემატკივრები პროტესტით შეხვდნენ. ბევრმა ისიც განაცხადა, რომ ნიკა გვარამია უსამართლოდ გადაეკიდა მას და პროექტი უმიზეზოდ დაატოვებინა.

მეხუთე მენტორად დათო ფორჩხიძის გამოჩენამ გიორგის ერთგულ მსმენელს იმედი გაუჩინა, რომ მომღერალი “იქს ფაქტორში” დაბრუნდებოდა, თუმცა მან ჯგუფები შექმნა და ბიჭების სამეულში გიორგი ჩიქოვანი არ აღმოჩნდა.

გიორგი ჩიქოვანი:

– “იქს ფაქტორში” მათი მიწვევით აღმოვჩნდი, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს?! უბრალოდ არასწორი თამაში მიდის, ეგ არის!

– თქვენი აზრით, რა გახდა პროექტიდან თქვენი გამოშვების მიზეზი?

– თქვენ როგორც იცით, ისე ვიცი მეც… მიზეზი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რაც დარბაზში იყო, იმის მეოთხედი არ გამოაჩინეს. ალბათ უარესი ამბავი რომ არ ატეხილიყო.

– როდესაც დათო ფორჩხიძე მეხუთე მენტორი გახდა, გქონდათ მოლოდინი რომ პროექტში დაბრუნდებოდით?

– არა, რა თქმა უნდა. მე სოლისტი ვარ და ვერანაირად ბოიბენდში ვერ ვხედავ ჩემს თავს. კარგი ბიჭებისგან შეადგინა დათომ ისედაც გუნდი, წარმატებებს ვუსურვებ.

ჩემს მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს კი კიდევ ერთხელ ვეტყვი დიდ მადლობას. მალე ჩვენი საავტორო სიმღერების მოსმენის საშუალება ექნებათ, ეს არის მთავარი და არა ქოვერების კარგად შესრულება. მიხარია რომ უკვე ამ ეტაპზე გადავედით ჩვენი ჯგუფი. წინასწარ ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. მალე გაიგებთ ჯგუფის შემადგენლობას. ერთი სიმღერა და ვიდეორგოლი მალე გამოვა.