14 მაისი, 2016

გოჩა ჭაბუკაიძის ახალი მისია

gocha-chabukaidze1მედავითნე და მომღერალი გოჩა ჭაბუკაიძე ფართო საზოგადოებამ “ნიჭიერში” მონაწილეობით გაიცნო. საქართველოში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მან საკუთარი შესაძლებლობები უკრაინულ “ნიჭიერშიც” წარმოაჩინა. ორივე პროექტში მომღერალი ფინალისტი გახდა და რჩეულთა შორის დასახელდა.

ამჯერად გოჩა ჭაბუკაიძეს ახალი მისია დაეკისრა. მას ფილმში იღებენ, რომელშიც მთავარ როლს შეასრულებს. ფილმზე დავით კურაშიძე მუშაობს. გადაღებები ახალგაზრდა პოეტისა და მწერლის ანა ლაშხელი ონიანის გახმაურებული ჩანახატის “მეეზოვე” მიხედვით მიმდინარეობს. მისი მთავარი გმირი მეეზოვეა, რომელმაც ნაგავში ჩვილი იპოვა და იშვილა. ფილმში მეეზოვის როლს გოჩა ჭაბუკაიძე შეასრულებს.

ანა ლაშხელი ონიანი:

“დაიწყო მეეზოვეზე მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ძალიან მიხარია თქვენი დამტკიცება მთავარ როლზე გოჩა ჭაბუკაიძე. სწორედ თქვენნაირი სათნო ადამიანი წარმომედგინა ამ ადგილზე. დიდი მადლობა რომ დათანხმდით. ფილმი ეძღვნება ყველა მეეზოვეს, ვინც ჩვენივე დაყრილი ნაგვიდან გვასუფთავებს.”