4 მაისი, 2016

გელათს მიხედეთ!

gelati1გელათის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია. ამჟამად გელათში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს არაფერია იმ ვანდალიზმთან შედარებით, რაც ტაძრის უნიკალურ ფრესკებზე ხდება.

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გელათში გადაღებული ფრესკების დაზიანებულ ფოტოების ავრცელებს და მოითხოვს შესაბამისი უწყებებისგან ყურადღება მიაქციონ ავტოგრაფებით, უგვანო წარწერებით და ლურსმნებით ამოგლეჯილ და დამახინჯებულ უნიკალურ ფრესკებს.

ბესო ჩუბინიძე:

“ეს, გელათის ტაძარია…. 1 კვირის წინ გადავიღე ეს ფოტოები! მარაზმი და საშინელება, რომელსაც თქვენ გელათის ფრესკების ქვევით ხედავთ სამწუხაროდ – სინამდვილეა… სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღეს (!) გელათის ტაძარს “ამშვენებს”….

გელათში დღეს (!) მაშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს (!)… მითხრეს, რომ ამ ყველაფერს ვერ შეეხებიან და ვერ გამოასწორებენ… რადგან ტაძარი ავთენტურობას დაკარგავსო!

უგუნურნო მისმინეთ ახლა: – ამ ავტოგრაფებით, ლურსმნით ამოგლეჯილი დამახინჯებული ფრესკებით, უგვანო წარწერებით, სასანთლის გვერდით ტურისტების თავნება მოშარდვით, ზარების “უპრაგონო” რეკვით ტურისტების მხრიდან… და მოკლედ: – ფრესკების დაჭყაპვნით არ ეკარგება ავთენტურობა გელათს?!!!

კეთილი ინებეთ და მოიფიქრეთ რამე!!! გააკეთეთ ისე, რომ ეს სისაძაგლე და მდაბიოობა გაქრეს გელათის კედლების ფრესკებიდან!!! ერთი თვის უკან იტალიაში, წმ. ნიკოლოზის ტაძარში ვიყავი და იცით იქ ტურისტებს როგორ უყურებენ ხელებში?! იცით როგორ აკონტროლებენ ღიად თუ ფარულად?! რომელ ავთენტურობაზე მელაპარაკებით ტაძარი, რომ შიგნიდანაა შეურაცხყოფილი?!!!

მოკლედ… ვისაც გევალებათ მოიფიქრეთ და ავთენტურობა და პირველადი სახე და იუნესკო პირადად მე სულ ცალ წამწამზე მკიდია, თუ ძეგლი განადგურდება!!!!!!!!!!!!!!!! (ბაგრატის ტაძრისა არ იყოს – ინგრეოდა, ლოდებად იშლებოდა, ტიპმა ააშენაა, გააკეთა (სხვა საქმეა, რომ შეცდომებით) და… ავთენტურობა დაკარგაა, ავთენტურობა დაკარგააა… სააკაშვილი სატაანაა… ერთი სააკაშვილისაც და ერთი სატანისაც რაა…!!!!! მე ვხედავ ფაქტს – დღეს ქუთაისს ამაყად დაჰყურებს გადარჩენილი ბაგრატის ტაძარი)….. გელათს მიხედეთ…..!!!!”

gelati771

gelati661

gelati211

gelati41

gelati51