21 მაისი, 2016

“გადმოირბენენ – მოგკლავენ, გადავირბენთ – ვუცეკვებთ”

1giorgi-kekelidze-politikashiსაოკუპაციო ზოლთან, სოფელ ხურჩაში რუსმა ოკუპანტმა 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლა. ამ შემთხვევამ ქართულ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია.

მომხდარს გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძეც:

“იმ ქვეყანაში ათასობით ჩვენი მოქალაქე მუშაობს, ყველა წამსვლელ-წამომსვლელის მოღალატედ გამოცხადება არაგონივრული მოსაზრება მგონია.

თუმცა, როცა საქმე სიმბოლურ ჟესტებს ეხება და სწორედ ასეთია საგანგებო კონცერტები, კიდევ უფრო გამიმძფრდა დამოკიდებულება: გადმოირბენენ – მოგკლავენ, გადავირბენთ – ვუცეკვებთ.”