Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გადავწყვიტე ვუჩივლო ქართულ ეკლესიას სასამართლოში!”

gia-edzgveradze1“გადავწყვიტე ვუჩივლო ქართულ ეკლესიას სასამართლოში!” – ამ გადაწყვეტილებამდე მხატვარი გია ეძგვერაძე ქართული ეკლესიის მიერ “ოჯახის სიწმინდის დღის” დაწესებამ მიიყვანა, რომელიც 17 მაისს აღინიშნება:

“მე გადავწყვიტე “ოჯახის სიწმინდის დღის” შემოტანისთვის ვუჩივლო ქართულ ეკლესიას სასამართლოში! როგორც თანამედროვე ადამიანის ცნობიერების დამაკნინებელი და დამაკაბალებელი ტენდენციების თავსმოხვევის მცდელობისთვის. კულტურის მიერ ერთ დროს საჭირო და ამჟამად დრომოჭმული სტრუქტურის პროპაგანდისათვის, რაც აფერხებს ადამიანის თავისუფლებას და შემოქმედებას ეძებოს სოციალური თანაცხოვრების ახალი შესაძლებლობები, სტრუქტურები, რომელიც თანადროული და ჰარმონიული იქნება მისი ამჟამინდელი ეკონომიურ-სოციალური, ინტელექტუალური და ემოციური კონდიციისთვის!

ძალიან გთხოვთ, ყველამ ვინც ამ აზრს იზიარებს მიეცით რეაგირება ამ სტატუსზე – ეს მაგრძნობინებს თქვენს გვერდში დგომას, თანაგრძნობას ქართველი (და არა მარტო) ადამიანის ახალი მომავლის მოძიების საქმეში.

სიყვარულით ყველას, ვისაც უყვარს: უპირობო სიყვარული, უპირობო თავისუფლება და უპირობო სააზროვნო სივრცე!”