ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “ცოდნა ფულია” მეორე გამარჯვებული გამოვლინდა და 25.300 ლარი გათამაშდა.
გადაცემის გამარჯვებული ამურ ხარტონიშვილი გახდა. მე-13-ე გამარჯვების მომტანი კითხვა კი ასე ჟღერდა: კორინთული ორდერის სკულპტურული ორნამენტის ამავე სახელწოდების სტილიზებულ დეკორს ჰქვია: ა) ალმეა, ბ) ამუსი, გ) აკარი და დ) აკანთი.
ამურ ხარტონიშვილმა სწორ პასუხად დ) აკანთი აირჩია და დავით პაქსაშვილის 25.000 ლარიანი მოგების შემდეგ, გადაცემის მეორე გამარჯვებული გახდა.