23 მაისი, 2016

CNN – საქართველო ევროპის პოპულარული დანიშნულების ადგილია

saqartvelo-cnn-ze1საქართველოს ევროპის ერთ-ერთ ახალ, პოპულარულ დანიშნულების ადგილს უწოდებს და ქვეყანაში მოგზაურობის მთავარ მიზეზთა ნუსხას აქვეყნებს:

“შუასაუკუნეების არქიტექტურა, უძველესი კულტურა და საოცარი პეიზაჟები – საქართველო გასაოცარი ქვეყანაა. მისი დედაქალაქი თბილისი შთაგონებების ქალაქია. საქართველომ ქრისტიანობა 324 წელს მიიღო, შესაბამისად ქვეყანაში დიდი რაოდენობითაა ულამაზესი ეკლესიები და ტაძრები. უშგული ოფიციალურად უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. ულამაზესია თუშეთი და ხევსურეთი, შეუძლებელია მოინახულო შატილი და მუცო და ოდესმე დაგავიწყდეს. საქართველოში მდებარეობს უძველესი გამოქვაბული ქალაქები – უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია, მიწისქვეშა ქალაქი, სადაც ადრე 2 000 ბერი ცხოვრობდა. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ღვინის რეგიონია. 2003 წელს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომ აქ ღვინო ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ მზადებოდა. თუ ქართულ სუფრაზე არ ყოფილხართ, საქართველოს არ იცნობთ. ყველაზე ცნობილი ქართული კერძი ხაჭაპურია. ქართველები კეთილი და სტუმართმოყვარე ხალხია. მათთვის სტუმარი წმინდაა და მის პატივსაცემად ყველაფრისთვის მზად არიან. როგორც ისინი ამბობენ “გაუმარჯოს!,” – ასე ახასიათებს ჩვენს ქვეყანას CNN-ის ჟურნალისტი Jennifer Walker სტატიაში, რომელშიც იმ 9 მიზეზს ასახელებს, რის გამოც საქართველო ყველამ უნდა მოინახულოს:

1. თბილისის არქიტექტურა
2. უშგული
3. ღვინის სამშობლო
4. მისტიკური გამოქვაბული ქალაქები
5. ტრადიციული ქართული სუფრა
6. განცალკევებული მთის სოფლები
7. ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმი
8. ულამაზესი და უძველესი ეკლესიები
9. ხალხი და ქართული სტუმარმასპინძლობა.