11 მაისი, 2016

ბოლივუდი სვანეთში

bolivudi-svanetshi1ბოლივუდმა ახალი ინდური ფილმის გადასაღებად საქართველო შეარჩია და სვანეთში ავიდა.

ინდურმა გადამღებმა სტუდიამ “Mad Studio” ფილმის გადასაღებად სცენარის გათვალისწინებით არჩევანი მესტიაზე გააკეთა, რომელიც დანიშნულების ადგილი უნიკალური ბუნებისა და ზაფხულის სეზონზე თოვლიანი ამინდის გამო გახდა.

ახალი ინდური ფილმის სახელწოდებაა „დედა“ და მისი მთავარი პროდიუსერები ინდური კინოინდუსტრიის წამყვანი ფიგურები  Boney Kapoor და Sunil Manchanda არიან. ფილმში მთავარ როლს Sridevi Kapoor ასრულებს, რომელიც ინდოეთის მასშტაბით ცნობილი და გავლენიანი მსახიობია. მას პარტნიორობას უწევენ პოპულარული მსახიობები Abhimanyu Singh, Akshaye Khanna და Adnan Siddiqui.

ახალი ინდური ფილმის ე.წ პროდაქშენზე ქართულმა კომპანიამ Film Factory იზრუნა, ქართულმა მხარემ ინდოელ პარტნიორებს ყველა სამუშაო პირობა შეუქმნა, როგორც კვალიფიციური კადრების, ასევე აპარატურისა და პროცესების მენეჯმენტის კუთხით.

ბოლივუდი საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის “გადაიღე საქართველოში” საშუალებით აღმოჩნდა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი და სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია, თანაც კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

პროგრამის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციის კუთხით აქცენტი ინდოეთისა და ამერიკის ბაზრებზე კეთდება.