23 მაისი, 2016

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრი დააჯილდოვეს

batumis-teatri1თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი დააჯილდოვეს.

სასიხარულო ინფორმაცია თეატრის დირექტორმა მედეა ჩარკვიანმა გაავრცელა.

ბოსნია ჰერცოგოვინაში, სარაევოს რიგით მე-17 საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალზე “Lut Fest” ქართულმა დასმა სპეციალური პრიზი მიიღო. საქართველომ ამ ფესტივალში პირველად მიიღო მონაწილეობა და წარადგინა სპექტაკლი “წითელქუდა” დიმიტრი მელიას რეჟისორობით:

“სარაევოს საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი ავიღეთ მცირე ფორმის სპექტაკლის საუკეთესოდ დადგმისათვის. ვულოცავ ყველა მონაწილეს, ჩვენს თეატრს და ყველას, ვისაც ვუყვარვართ და ვინც გვგულშემატკივრობს.”