10 მაისი, 2016

ანტიკური პერიოდის ჭურჭელი ინტერნეტით იყიდება

antikuri-churcheli1უძველესი ისტორიული ნივთები ინტერნეტით იყიდება. საუბარია არტეფაქტებზე, რომელთა რეალიზაცია ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტმაღაზიაში ხდება.

ანტიკვარული კოლექციის ჩამონათვალში ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდით დათარიღებული რამდენიმე ნივთიც გვხვდება. მათ შორისაა ბრინჯაოსა და ძველი ქვის ხანის იარაღები, უძველესი სამკაულები და ანტიკური პერიოდის ჭურჭელი. თითოეული მათგანის ფასი საკმაოდ მაღალია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვას გეგმავს.