18 მაისი, 2016

ჯენიფერ ლოპესი ქართველი დიზაინერის კაბაში

jenifer-lopezi1მსოფლიო ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი თავისი ორიგინალური და განსხვავებული ჩაცმულობით ყოველთვის სასიამოვნოდ აკვირვებს გულშემატკივრებს.

46 წლის მომღერალი ნიუ იორკში NBCUniversal-ის პრეზენტაციაზე სხვა ვარსკვლავებთან ერთად მიიწვიეს. ლოპესი საზოგადოების წინაშე თეთრ კაბაში წარსდგა, რომელიც ქართველი დიზაინერის დევიდ კომას, იგივე დავით კომახიძის შექმნილია. 29 წლის დევიდ კომა Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორია.

ჯენიფერ ლოპესი არ არის პირველი ვარსკვლავი, ვინც დევიდ კომას კაბაში იწონებს თავს. მისი კოსტიუმების მფლობელები არიან ლედი გაგა, მეგან ფოქსი, ბიონსე, გვინეტ პელტროუ, კაილი მინოუგი, რიანა და სხვა მსოფლიო ვარსკვლავები.