11 მაისი, 2016

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში დააბრუნეს

evaaaaa1ტელეწამყვანისა და მსახიობის შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნეს.

ინფორმაციას რუსთავი 2-ის წარმომადგენელი სალომე ლილუაშვილი ავრცელებს:

“შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის ავიაკომპანია “ატლასგლობალს”, რომელიც ევას სპეციალურ რეჟიმში გადაფრენას სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს. ასევე, მადლობა სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგს”, რომელიც ოპერაციის ღირებულების 20 პროცენტს დააფინანსებს.

გთხოვთ ყველას, შეძლებისდაგვარად იქნებ გაიღოთ თანხა, რომ ბავშვის ჯანმრთელობა დასტაბილურდეს და თურქეთის კლინიკაში ჩაუტარდეს გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. პირველ ეტაპზე, ანუ უახლოეს ორ დღეში, საჭიროა დარჩენილი 35 ათასი დოლარის მობილიზება.

ჩვენ ამას შევძლებთ! უახლოეს პერიოდში გაგაგებინებთ ყველა სიახლეს.”

ბანკი „რესპუბლიკა“.
ანგარიშის ნომერი: GE39BR0000010929691997 
მიმღები: შორენა ბეგაშვილი