15 მაისი, 2016

ქართველი სოპრანო საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

salome-jiqia1ახალგაზრდა ქართველი სოპრანო სალომე ჯიქია საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. სალომემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში გამართულ კონკურსში INTERNATIONAL STANISŁAW MONIUSZKO VOCAL COMPETITION 2016 და პირველი პრემია მოიპოვა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი საოპერო მომღერლებისთვის პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში ჩატარდა. მასში სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა საოპერო მომღერალი მონაწილეობდა. სალომეს უპირატესობა კონკურსანტებს შორის თავიდანვე გამოიკვეთა და პირველი პრემიის მფლობელიც გახდა.

წელს INTERNATIONAL STANISŁAW MONIUSZKO VOCAL COMPETITION 2016 მეცხრედ ჩატარდა. მისი დამაარსებელია Maria Fołtyn, რომლის წყალობითაც კონკურსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად არის მიჩნეული.