14 მაისი, 2016

ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება

pirosmani-sotbize1ნიკო ფიროსმანის ნახატი სოთბის აუქციონზე იყიდება. “შველი წყლის პირას” რუსული მხატვრობის ნუსხაშია შეტანილი და მისი ფასი 150.000-დან 200.000 ფუნტ სტერლინგამდე მერყეობს. 2011 წელს ნიკალას ეს ნამუშევარი სოთბის აუქციონზე 500.000 სტერლინგად გაიყიდა.

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრის გარდა, რუსული მხატვრობის ჩამონათვალშია კიდევ ერთი ქართველი მხატვრის ტილო. ლადო გუდიაშვილის ნიკო ფიროსმანის პორტრეტი სოთბის აუქციონზე 4.000-დან 6.000 სტერლინგამდე მერყეობს.

ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრები ლონდონში სოთბის აუქციონზე 7 ივნისს გაიყიდება.