31 მაისი, 2016

“სამოსელი პირველის” დღევანდელი პრემიერა მოხსნილია

samoseli-pirveli1ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის რომანის “სამოსელი პირველის” მიხედვით ოპერისა და ბალეტის თეატრში დადგმული სპექტაკლის დღევანდელი პრემიერა მოხსნილია.

ინფორმაციას პროექტის “სამოსელი პირველი” ორგანიზატორი “საუკუნის საუნჯე” ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სპექტაკლის პრემიერა ერთი დღით გადაიდო:

“ვინაიდან პროექტი სპეციფიკურია და შესაბამისი ტექნიკა ესაჭიროება, პროექტის ორგანიზატორმა ,,საუკუნის საუნჯემ“ იქირავა სპეციალური აპარატურა. სამუშაო პროცესში, გენერალური რეპეტიციის დროს, გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრა დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მცირე დროში ვერ მოხერხდა.

პროექტ ,,სამოსელი პირველის“ ორგანიზატორი, ,,საუკუნის საუნჯე“, ბოდიშს უხდის მაყურებელს იმის გამო, რომ პრემიერა ერთი დღის დაგვიანებით გაიმართება.”

31 მაისის ბილეთების მფლობელები პრემიერის ნახვას 2 ივნისს შეძლებენ.