12 მაისი, 2016

პაატა ბურჭულაძის მიმართვა ქართულ საზოგადოებას

1paata-burchuladze-iavnanas-agar-uxelmdzgvanelebsსაოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე წლების განმავლობაში ემსახურებოდა საოპერო ხელოვნებას და მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი ჩვენს სამშობლოს. მან დააარსა საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” და არაერთი ბავშვი დაუბრუნა მშობლებს, უხელმძღვანელა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. ბოლო პერიოდში პაატა ბურჭულაძე საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო და კარიერაზე უარი განაცხადა.

მომღერალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და თანამემამულეებს მიმართა:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, უღრმეს მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მინდა გაცნობოთ, რომ ჩემ გუნდთან ერთად ჩამოვაყალიბე ახალი პოლიტიკური მოძრაობა და აქტიურად მივიღებ მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ვიმედოვნებ, შემოუერთდებით ჩვენს ორგანიზაციას და ერთად შევძლებთ ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.”