23 მაისი, 2016

ნოე ჟორდანიას ბიუსტი ნაპოვნია

noe-jordania1– ნაპოვნია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის ნოე ჟორდანიას ბიუსტი, – ამ განცხადებას ფილოსოფიის დოქტორი ლაშა ბაქრაძე ავრცელებს:

“ზუსტად, სა-26 მაისოდ, ნაპოვნია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი მამის ნოე ჟორდანიას ბიუსტი.

იაკობ ნიკოლაძემ ეს თაბაშირის ბიუსტი ცოცხალი მოდელიდან 1919 წელს შეასრულა. მას გაკეთებული აქვს მარმარილოს ქანდაკებაც, რომელიც ჯერჯერობით ნაპოვნი არაა.

როგორც ჩანს, ბრინჯაოში ჩამოსხმაც იგეგმებოდა, რომელიც ჩვენ ახლა მაინც უნდა განვახორციელოთ საქართველოს დამოუკიდებლოს 100 წლისთავის წინ და საზოგადო სივრცეში სათანადო ადგილი მივუჩინოთ ნოე ჟორდანიას.

26 მაისს, პირველ საათზე ყველას და პირველ რიგში მედიას გეპატიჟებით ამ მნიშვნელოვანი აღმოჩენის პრეზენტაციაზე იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ოგიუსტ როდენის ქუჩა 6.

იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი ბატონი გურამ ნიკოლაძე უფრო დეტალურად გესაუბრებათ ჟორდანიას ბიუსტთან დაკავშირებულ ისტორიებზე და სამომავლო სურვილ-გეგმებზე.”