9 მაისი, 2016

ევროპელი მხატვრის თვალით დანახული დიდგორის ბრძოლა

espaneli-mxatvari-didgorze1დღეს ქალაქ მადრიდში ცნობილმა ესპანელმა მხატვარმა ავგუსტო ფერერ დალმაომ საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ხელოვნების სასახლის და საქართველოს სამხატვრო აკადემიის დელეგაცია მიიღო.

მხატვარმა სტუმრებს მსოფლიო ისტორიის ერთერთი გამორჩეული სამხედრო გმირობის, “ძლევაი საკვირველად” წოდებული დიდგორის ბრძოლის ქართველი რაინდის პორტრეტი გააცნო.

ავგუსტო დალმაო პირველი ევროპელი მხატვარია, რომელმაც ქართველთა ყველაზე გამორჩეულ ბრძოლას ფერწერული ტილო მიუძღვნა. დალმაო დიდგორის ბრძოლის ისტორიას, ქართველთა სამხედრო ჩაცმულობას და ისტორიულ წყაროებს 6 თვის განმავლობაში სწავლობდა.

ხვალ ფერწერული ტილოს ოფიციალური პრეზენტაცია სანტა ბარბარას სასახლეში გაიმართება. აქვე გამოიფინება ქართველი მხატვრის გიორგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული ლაშა გიორგის და დავით აღმაშენებლის პორტრეტები, ხელოვნების სასახლეში დაცული ავგუსტო დალმაოსა და გრიგოლ გაგარინის ნამუშევრები.

პრეზენტაციას დაესწრებიან ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ხორხე ფერნანდო დიაზი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი. გამოფენის ორგანიზატორი ჟურნალ ”OK”-ს მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანია.

espaneli-mxatvari-didgorze51