15 მაისი, 2016

“ევროვიზია 2016” უკრაინამ მოიგო

ewrovizia-20161ევროვიზია 2016 უკრაინის კონკურსანტმა ჯამალამ 534 ქულით მოიგო. მეორე ადგილზე ავსტრალიის კონკურსატი გავიდა 511 ხმით, ხოლო მესამე ადგილოსანი რუსეთის წარმომადგენელი გახდა 491 ქულით.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ევროფესტივალი 61-ედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 42 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, თუმცა ფინალში მხოლოდ 26 მათგანი მოხვდა.

საქართველომ ევროვიზიაზე 104 ქულით მეოცე ადგილი დაიკავა. ჩვენს კონკურსანტებს ნიკა კოჩაროვს და Young Georgian Lolitaz-ს სიმღერისთვის  ‘Midnight Gold” უმაღლესი 12 ქულა დიდმა ბრიტანეთმა დაუწერა.

ევროვიზია 2017 მომავალ წელს უკრაინაში ჩატარდება.